საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობს, რადგან ძალიან მნიშნელოვანი გოლი ვერ გაიტანა.
გთავაზობთ ქართველი ხალხის გამამხნევებელ კომენტარებს სოციალური ქსელიდან, მას შემდეგ, რაც საბა ლობჟანიძემ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გოლი ვერ გაიტანა.
როგორც იცით, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირებისას მატჩის ბოლო წამებზე ქართველები 3 კაცით მარტო დარჩენილ მეკარეს უტევდნენ, თუმცა საბა ლობჟანიძემ ძალიან ცუდად ითამაშა და ბურთი კარს საერთოდ ააცილა.