რამდენიმე საათის წინ დასრულდა ევრო 2024-ის მეორე წრის შეხვედრა, რომელშიც საქართველომ და ჩეხეთმა 1:1 ითამაშეს.
თამაშის დასრულების შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც ჩეხებს 11 დარტყმა აუღო!
ამის შესახებ სტატისტიკურმა ცენტრმა, კერძოდ Opta-მ დაწერა, რომლის თქმითაც ევროპის ჩემპიონატზე 11 მოგერიება ერთ მატჩში ბოლოს 20 წლის წინ დაფიქსირდა!
როგორც დაიწერა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს დაფიქსირდა, რომლის შემოქმედიც ლატიველი ალექსანდრ კილინკო გახლავთ (ნიდერლანდების წინააღმდეგ).