საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, საბა გოგლიჩიძემ ემპოლის უკანასკნელი თამაშის დროს დაზიანება მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა.
როგორც ირკვევა, ქართველ ფეხბურთელს გუშინდელ მატჩში კუნთის სპაზმი ჰქონდა, საბოლოო პასუხი კი ნაკრების ექიმებისგან უახლოეს პერიოდში გვეცოდინება.
20 წლის მცველი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ხვალ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იქნება საბოლოო პასუხი, დაეხმარება თუ არა საბა გოგლიჩიძე ეროვნულ გუნდს ნოემბრის სანაკრებო მატჩებში.
- დაწერა Geo Team-მა.
ცნობისთვის, ვილი სანიოლმა თქვა, რომ ნოემბრის მატჩებში გოგლიჩიძე ძირითადში ერთ შეხვედრაში მაინც დადგება. ამდენად, მოლოდინები ერთიორად არის გაზრდილი.