საბა გოგლიჩიძე დისკომფორტის გამო ადრეულად შეცვალეს - როგორია ქართველი მცველის მდგომარეობა ახლა? » სპორტის ხაზი

საბა გოგლიჩიძე დისკომფორტის გამო ადრეულად შეცვალეს - როგორია ქართველი მცველის მდგომარეობა ახლა?

საბა გოგლიჩიძე დისკომფორტის გამო ადრეულად შეცვალეს - როგორია ქართველი მცველის მდგომარეობა ახლა?
9-11-2024, 16:51
Aa Aa
გაზიარება:

"ემპოლის" ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე, რომელიც წითელი ბარათის შემდგომ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, "ლეჩეს" წინააღმდეგ, გუნდის თავკაცს შეხვედრის 61-ე წუთზე იძულებით შეცვლა მოუწია, საბამ თავი ცუდად იგრძნო.

გოგლიჩიძესა და მის მდგომარეობაზე ინფორმაციას Geo Team-ზე დაყრდნობით გთავაზობთ.

"საბა გოგლიჩიძე ლეჩესთან მატჩში იძულებით კუნთის სპაზმური დისკომფორტის გამო შეცვალეს.

Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი თავს ცუდად არ გრძნობს.

20 წლის მცველი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ხვალ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იქნება საბოლოო პასუხი, დაეხმარება თუ არა საბა გოგლიჩიძე ეროვნულ გუნდს ნოემბრის სანაკრებო მატჩებში"
- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუშინდელი განცხადებით, იგი გოგლიჩიძის დაყენებას ნოემბრის ერთ-ერთ შეხვედრაში მაინც აპირებდა სასტარტო თერთმეტეულში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი