"მასზე წლები ილაპარაკებდნენ" | უცხოურ მედიაში ლობჟანიძეს გადაუარეს » სპორტის ხაზი

"მასზე წლები ილაპარაკებდნენ" | უცხოურ მედიაში ლობჟანიძეს გადაუარეს

"მასზე წლები ილაპარაკებდნენ" | უცხოურ მედიაში ლობჟანიძეს გადაუარეს
22-06-2024, 19:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირებისას მატჩის ბოლო წამებზე ქართველები 3 კაცით მარტო დარჩენილ მეკარეს უტევდნენ, თუმცა საბა ლობჟანიძემ ძალიან ცუდად ითამაშა და ბურთი კარს საერთოდ ააცილა.

უცხოურ მედიაში ქართველ ფეხბურთელს გაკიცხვა არ ასცდა და მას გადაუარეს.

"საბა ლობჟანიძეს უნდა გაეტანა და თავისი ქვეყნისთვის ისტორიული სამი ქულა მოეპოვებინა, მაგრამ უკან ზედმეტად გადაიხარა და ბურთი კარს ააცილა.

"მის სახეზე იმედგაცრუება ვნახეთ. ეს იყო მომენტი, რომლის საშუალებითაც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა და მასზე წლების განმავლობაში ილაპარაკებდნენ"
, - სტეფენ ვარნოკი, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ჟურნალისტია.


"ამ ტურნირზე საქართველოზე გაცილებით ცუდი ნაკრებები მინახავს. 60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ შემდეგ საქართველო დაიღალა.

"უფრო მეტი სივრცე გაჩნდა და ჩეხეთი გააქტიურდა. მათ, როგორც თამაშის მოგება, ასევე წაგებაც შეეძლოთ"
, - ტომას ჰიტზლსპერგერი, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ჟურნალისტია.


"საბა ლობჟანიძეს უნდა გაეტანა. ჩეხეთმა პორტუგალიასთან ბოლო წუთზე წააგო და ვფიქრობდი, რომ ისინი კვლავ ასე წააგებდნენ. ჩეხეთს ძალიან გაუმართლა.", - დევიდ მოიესი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი