თემურ ქეცბაია: "ეს თამაში ჩვენი მოსაგები არ ყოფილა" » სპორტის ხაზი

თემურ ქეცბაია: "ეს თამაში ჩვენი მოსაგები არ ყოფილა"

თემურ ქეცბაია: "ეს თამაში ჩვენი მოსაგები არ ყოფილა"
22-06-2024, 21:44
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ევრო 2024-ის მეორე წრის შეხვედრა, რომელშიც საქართველომ და ჩეხეთმა 1:1 ითამაშეს.

აღნიშნული შეხვედრა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ჰამბურგიდან შეაფასა:

პირველ თამაშთან შედარებით, ეს მატჩი მოსაგები ნამდვილად არ იყო. იქ ჩვენ ვითამაშეთ და გვქონდა მომენტები, ამ მატჩში კი, ამდენი მომენტი არ გვქონია. ველოდებოდით იმას, რა ფეხბურთიც ჩეხეთმა ითამაშა. დასანანი გოლი გავუშვით. პირველი ქულა არის ევროპის ჩემპიონატზე და დადებითი უფრო მეტი არის, ვიდრე უარყოფითი.

- თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს გაიმართება.

კომენტარი ეკუთვნის Europop-ს.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
გუსანი

ვეთანხმები ბატონ თემურს, აქვე გამოვხატავ მის მიმართ პატივისცემას, როგორც ფეხბურთელის ისე მამულიშვილის მიმართ...

23 ივნისი 2024 19:54
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი