იბერიას მწვრთნელი: "კვარას ვინც აკრიტიკებთ, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ!" » სპორტის ხაზი

იბერიას მწვრთნელი: "კვარას ვინც აკრიტიკებთ, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ!"

იბერიას მწვრთნელი: "კვარას ვინც აკრიტიკებთ, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ!"
22-06-2024, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის "იბერიას" მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ საქართველოს ნაკრების ევრპ 2024-ის ტურნე შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ მოედანზე არის ნამდვილი გუნდი და არა ცალკეული ინდივიდები, რაც ძალიან მახარებს. ჩეხებთან იყო ისეთი ხასიათის შეხვედრა, სადაც რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა მოგვეგო.

"რა განსხვავება დავინახე თურქებთან და ჩეხებთან გამართულ მატჩებს შორის? პირველ ტურში უფრო მეტად პოზიციურ შეტევებს ვანიჭებდით უპირატესობას, დღეს კი თავიდანვე ნათლად გამოჩნდა, აქცენტი კონტრშეტევებზე კეთდებოდა.

"ვიცი, რომ ხვიჩას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ორ შეხვედრაში კვარაცხელია მაინც საუკეთესო იყო. მიმდინარე ევროპის პირველობაზე ის ჩანს როგორც კონსტრუქციული, გუნდური მოთამაშე, რომელიც როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს.

"ვინმე თუ ელოდება, რომ არაორდინალური ქმედებებით ყველა მატჩს მარტო კვარა მოიგებს, მიპასუხონ, არის ვინმე ამ ტურნირზე ასეთი ფეხბურთელი და შეძლო სხვამ ამის გაკეთება?"


- აცხადებს მიქაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი