ბეილის რეკორდი განმეორებულია - გიორგი მიქაუტაძის მიღწევა » სპორტის ხაზი

ბეილის რეკორდი განმეორებულია - გიორგი მიქაუტაძის მიღწევა

ბეილის რეკორდი განმეორებულია - გიორგი მიქაუტაძის მიღწევა
22-06-2024, 22:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა და თითოეულ მათგანში 1-1 გოლი გაიტანა. ორივე გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახლავთ.

ამ შედეგით მან გარეთ ბეილის მიღწევა გაიმეროა. ორივე მათგანმა სადებიუტო სეზონში მოახერხეს საწყის ორ შეხვედრაში გოლის გატანა.

უელსელმა ფეხბურთელმა 2016 წლის კონტინენტის პირველობაზე ჯგუფური ეტაპის პირველ ორ დაპირისპირებაშ მაოხერხა მეტოქეების კარის დალაშქვრა.

ამ მომენტისათვის საქართველოს ჯგუფში 1 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ბოლო შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების წინააღდეგ უწევთ და თუ, რაც არ უნდა შეუძლებლად ჟღერდეს, მათ მოუგებენ, ფლეი ოფში გასვლის შანსი იარსებებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი