"პორტუგალიასთან ჩვენი სახის ჩვენებას შევეცდებით" - ანზორ მექვაბიშვილი » სპორტის ხაზი

"პორტუგალიასთან ჩვენი სახის ჩვენებას შევეცდებით" - ანზორ მექვაბიშვილი

"პორტუგალიასთან ჩვენი სახის ჩვენებას შევეცდებით" - ანზორ მექვაბიშვილი
22-06-2024, 20:18
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევრო 2024-ის მეორე წრის შეხვედრა, რომელშიც საქართველომ და ჩეხეთმა 1:1 ითამაშეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა, რომელიც დაგვპირდა, რომ ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან თავისი სახის ჩვენებას შეეცდება:

დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებდი, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და შანსები ამისთვის, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა.

ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ჩყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ.

- თქვა მექვაბიშვილმა.

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი