ორი ტურის შემდეგ - ევრო 2024-ის ფლე ოფში უკვე მესამე ნაკრები ოფიციალურად გავიდა » სპორტის ხაზი

ორი ტურის შემდეგ - ევრო 2024-ის ფლე ოფში უკვე მესამე ნაკრები ოფიციალურად გავიდა

ორი ტურის შემდეგ - ევრო 2024-ის ფლე ოფში უკვე მესამე ნაკრები ოფიციალურად გავიდა
22-06-2024, 23:12
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024- ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა. F ჯგუფში საქართველო და ჩეხეთი ანგარიშით 1-1 დაზავდნენ, პორტუგალიამ კი თურქები 3:0 გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია, მან ამ დაპირისპირებაში 2 რეკორდი დაამყარა. იგი გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა შეასრულა და ასისტების რაოდენობითაც დაწინაურდა.

8 საგოლე გადაცემითა და 14 გოლით იგი ის ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გაუტანია და სხვასაც ყველაზე მეტჯერ გაატანინა.

ასე და ამგვარად, ფლეო ოფში საგზური უკვე სამმა გუნდმა გინაღდა ესპანეთის, გერმანიისა და პორტუგალიის სახით.

პორტუგალიელები ჯგუფური ეტაპის ბოლო დაპირისპირებას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი