The times: "ნიუ კასლი" ამის შემდეგ მამარდას ხელიდან ვერ გაუშვებს" » სპორტის ხაზი

The times: "ნიუ კასლი" ამის შემდეგ მამარდას ხელიდან ვერ გაუშვებს"

The times: "ნიუ კასლი" ამის შემდეგ მამარდას ხელიდან ვერ გაუშვებს"
22-06-2024, 22:23
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემა The Times გიორგი მამარდაშვილისა და "ნიუ კასლის" კავშირზე ხშირად წერდა, ქართველი მეკარის ევრო 2024-ზე კარგი თამაშით კი მათ მორიგი არტიკლი მიუძღვნეს ამ თემას.

"ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი მამარდაშვილის დამატებით მთელი სეზონის მანძილზე იყო დაინტერესებული, საქართველოს ნაკრების მეკარის საოცარი თამაში ჩეხეთთან კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ნებისმიერი გრანდისთვის სასარგებლო იქნება. „ნიუკასლის“ შეფები უკმაყოფილონი იყვნენ იმ ფაქტით, რომ „ვალენსია“ თავისი გოლკიპერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვდა.

"თუმცა ედი ჰაუ და მისი ასისტენტები ახლა შეიძლება ნანობენ კიდეც თავის მიდგომას, რადგან ეჭვგარეშეა, რომ კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება ერთიორად გაიზრდება. "ნიუ კასლი" მამარდას ხელიდან ვერ გაუშვებს."


- ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი