მედლები უკვე აქვს - ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიადაზე დღეს გამოდის! » სპორტის ხაზი

მედლები უკვე აქვს - ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიადაზე დღეს გამოდის!

მედლები უკვე აქვს - ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიადაზე დღეს გამოდის!
8-08-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 8 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობაში ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ გამყრელიძე ჩაერთვება, რომელიც -86კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ვლადიმერ გამყრელიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გახლავთ, მისი პირველი მეტოქე კი მე-4 ნომრად განთესილი ჯაბრაილ შაპიევი იქნება, რომელსაც გამყრელიძე ტურნირის მერვედფინალში შეხვდება.

თუ ქართველი მოჭიდავე გამარჯვებას შეძლებს, მას 1/4-ფინალში მაგომედ რამაზანოვისა და ალექს მურის წყვილში მოგებულის დამარცხება მოუწევს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წინასწარი შეხვედრები 13:15 საათიდან დაიწყება.

ცნობისთვის, ვლადიმერ გამყრელიძეს თავის კარიერაში მედლები უკვე აღებული აქვს. ის -79კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ვერცხლის პრიზიორია. გარდა ამისა, 23 წლის ვლადიმერს ბრინჯაო ამავე წონაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე აქვს აღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი