უმცროსი ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია » სპორტის ხაზი

უმცროსი ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
8-11-2024, 12:57
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს და მიჯრით 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს, გერმანიასთან მატჩით იწყებს. 1/4-ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს ერკინებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება.

1/4-ფინალის დანარჩენ წყვილებში ესპანეთი ბელგიას, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს შეხვდება.

18-წლამდელები წელს მესამე ტურნირს ითამაშებენ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. გაზაფხულზე მათ იტალიაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს.

ჩეხეთში წამსვლელთა შორის 7 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში არ უთამაშიათ. 26 მოთამაშეს შორის ათი 2007 წელსაა დაბადებული და ისინი 18-წლამდელთა ტურნირებში გაისადაც შეძლებენ თამაშს. შემადგენლობაში 7 ლეგიონერია, 19 კი ქართულ კლუბებს წარმოადგენს. გუნდის კაპიტანი დავით ბარამია იქნება.

18-წლამდელები ჩეხეთში 12 ნოემბერს გამთენიისას მიემგზავრებიან.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი