18-წლამდელები | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ » სპორტის ხაზი

18-წლამდელები | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ

18-წლამდელები | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ
11-08-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სამხრეთ აფრიკაში მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიას იწყებენ. 12 აგვისტოს მათი მეტოქე მასპინძელი, სამხრეთ აფრიკა ა იქნება. სტელენბერგში შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე დაიწყება.

18-წლამდელთა ამ თაობას განსაკუთრებით გაუმართლა. გაზაფხულზე გუნდი იტალიაში, პარმაში ექვსი ერის ფესტივალზე იმყოფებოდა და შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან ითამაშა. 7 აპრილს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს – საფრანგეთს 20:19 სძლიეს, დასკვნით მატჩში კი ინგლისისგან გაწითლებულ დროზე კონტრშეტევისას გარდასახული ლელო მიიღეს შეხვედრა 19:26 დათმეს.

წელს ზურა ამონაშვილის შეგირდები ტიერ1-ის გუნდებთან კიდევ სამ თამაშს გამართავენ. სამხრეთ აფრიკის შემდეგ, ისინი 16 აგვისტოს ინგლისს, ხოლო 20 აგვისტოს ირლანდიას ერკინებიან.

რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, განაცხადში ყველა, 28-ვე მოთამაშეა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობას 26 მიიღებს. სასტარტო 15-ში ოთხიდან მხოლოდ ერთი ლეგიონერია – ინგლისის ‘იფსვიჩში’ მოთამაშე ბურჯი გიორგი ტურაშვილი. პირველ ხაზში იწყებენ თამაშს ბურჯი დაჩი ჭელიძე და კვაჭი დავით არჩვაძე. მეორე ხაზში დავით ბარამია და გიორგი მეფარიშვილი შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ლუკა გაბუნიას, გიორგი ზაზაძესა და გიორგი არძენაძეს ვიხილავთ.

ღერძზე თამაშს იწყებენ გუნდის კაპიტანი, მგეზავი გიგი სირბილაძე და თემურ ძოძუაშვილი. ცენტრში დავით არავიაშვილისა და ლეონიდე სალდაძის წყვილს ვიხილავთ. ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში იქნება, ფრთებზე კი გიგა ყიფშიძე და საბა შარვაშიძე დადგებიან.

18-წლამდელები | სერიას ხვალ სამხრეთ აფრიკით ვიწყებთ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი