უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ » სპორტის ხაზი

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ
2-10-2024, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსი ბორჯღალოსნები 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს.

ევროპის 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას მეოთხედფინალური შეხვედრით 16 ნოემბერს იწყებს, ნახევარფინალები 19 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო ჩემპიონი 23-ში, გიორგობა დღეს გამოვლინდება.

მოსამზადებელი ეტაპი 5-ეტაპად გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნების 40-კაციანმა შემადგენლობამ მზადება მარტყოფის ბაზაზე დაიწყო. მასში 22 მორკინალი და 18 ხაზის მოთამაშეა. სატურნიროდ მათგან 26 უნდა შეირჩეს.

წელს 18-წლამდელები განსაკუთრებულ სეზონს ატარებენ. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა გაზაფხულზე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს და ახლა მესამე ტურნირზე მიემგზავრებიან.

იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილება რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს, სამხრეთ აფრიკის ტურნირიდან გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 12 მოთამაშეა – 8 შერკინებიდან და 4 ხაზიდან. აქცენტი სრულად ადგილობრივ მოთამაშეებზე გაკეთდა და გაფართოებულ რაზმში არცერთი ლეგიონერი არაა.

წყარო: rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი