ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაზე საუბარი არ წყდება, ბრძოლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ჰოლოუეიმ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც თოფურიაზე "ირონიულად" ისაუბრა.
"ეს ბიჭი პირველი იყო, რომელიც UFC 300-ზე გამარჯვების შემდეგ გამოვიწვიე.
არსებობს ინტერვიუ სადაც ამბობს, რომ ჩემთან არ იბრძოლებს თუ BMF-ის ქამარი არ გათამაშდება. ბოლოს რომ შევამოწმე ამ ჩხუბში BMF-ის ქამარი არ გათამაშდება.
ასე რომ, ერთადერთი ვისაც ამ ბრძოლაში მონაწილეობას აიძულებენ თოფურიაა. მე მინდოდა ილია თოფურია. ქვემსუბუქი წონის ტიტული მსურდა.
- ამბობს ჰოლოუეი.