"მას ველოდები, მზად ვარ ბოლომდე დავუცადო" - ილია თოფურია თავის მომავალ მეტოქეზე » სპორტის ხაზი

"მას ველოდები, მზად ვარ ბოლომდე დავუცადო" - ილია თოფურია თავის მომავალ მეტოქეზე

"მას ველოდები, მზად ვარ ბოლომდე დავუცადო" - ილია თოფურია თავის მომავალ მეტოქეზე
22-05-2024, 19:12
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნებას სექტემბერში აპირებს.

ცოტა ხნის წინ თოფურია მაქს ჰოლოუეიმ გამოიწვია, რაზეც ინტერვიუს დროს ქართველმაც ისაუბრა:

"მსურს, ოქტაგონზე სექტემბერში დავბრუნდე, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ჰოლოუეის ექნება. თუ ის მზად იქნება, აუცილებლად შევხვდები, ხოლო თუ გამოსვლას ვერ მოახერხებს, წლის ბოლომდე დავიცდი. მსურს, რაც შეიძლება მალე დავიცვა ქამარი, რადგან მომავალ წელს ბრძოლის გამართვას ესპანეთში ვგეგმავ"

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ის კარიერაში დაუმარცხებელია. 18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში მან ალექსანდრ ვოლკანოვსკის სძლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი