26 ოქტომბერს ილია თოფურია ქამრის დაცვას მაქს ჰოლოუეისთან შეეცდება.
ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰოლოუეიმ მედიასთან მოახლოებულ ივენთზე და მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა.
"თოფურიასთან საბრძოლველად კარგად მომზადებაა საჭირო. ჩვენთვის ილია ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ მე პრობლემების მომრგვარებელი ვარ, ასე რომ, გვიყურეთ 26 ოქტომბერს!
რაც შეეხება საბრძოლო მოსამზადებელ პერიოდს, ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით მიდის. მოუთმენლად ველოდები ბრძოლის დღეს, რათა მთელს მსოფლიოს ვაჩვენო თუ რაზე ვმუშაობდით", - განაცხადა ჰოლოუეიმ.