UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ BMF ქამარისთვის მომდევნო ბრძოლაზე მუშაობა დაწყებულია და ის ვარაუდობს, რომ ამ ჯილდოს მისაღებად მაქს ჰოლოუეი სექტემბერში ან ნოემბერში იჩხუბებს.
შეგახსენებთ, რომ მაქსმა ხსენებული ქამარი აპრილში მოიგო, როცა ჯასტინ გეიჯი ნოკაუტით დაამარცხა და ამის შემდეგ ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია.
თავის მხრივ კი "მატადორმა" აღნიშნა, რომ ჰოლოუეი მისი მომავალი მეტოქე იქნება და BMF-ის მოგება სურს, რათა ისტორიაში შევიდეს როგორც მებრძოლი, რომელსაც ერთდროულად მფლობელობაში ექნება როგორც UFC-ის საჩემპიონო, ასევე BMF-ის ქამარიც.
ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახლა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია სწორედ მაქსისა და ილიას ბრძოლის ორგანიზებაზე მუშაობს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დიდი ალბათობით დაწყებულია.