ლეგენდარული ჯონ ჯონსი UFC 309-ზე სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდება, არადა MMA-ის გულშემატკივრების უდიდეს ნაწილს მისი ტომ ასპინალთან დაპირისპირების ხილვა სურდათ, რაზეც კომენტარი თავად ჯონ ჯონსმაც გააკეთა.
"ტომი იმდენად ცუდი ტიპია, რომ მასთან საქმის დაჭერაც კი არ მსურს. დღის ბოლოს ჩვენ ბიზნესში ვართ, ბრძოლა კი უბრალოდ შანსს გაძლევს ცხოვრება შეცვალო და შესაბამისად, არ მინდა ეს შანსი მივცე", - განაცხადა 37 წლის მებრძოლმა.
გარდა ამისა, ჯონსმა კომენატრში დაამატა, რომ ასპინალს არც იმ შემთხვევაში ეჩხუბება, თუ სტიპე მიოჩიჩი ბრძოლას ჩაეხსნება.