UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ლეგენდარულ ჯონ ჯონსზე, რომელმაც ტომ ასპინალთან ჩხუბზე უარი თქვა ილაპარაკა.
"რთულია დამარწმუნო იმაში, რომ მძიმე წონაში ჩემპიონობა ტომ ასპინალთან ჩხუბის გარეშე შეგიძლია, თანაც როცა მას დროებითი ტიტული აქვს.
სჭირდება თუ არა ჯონს ეს ჩხუბი? რა თქმა უნდა არა, მას ისედაც წარმოუდგენელი მემკვიდრეობა აქვს ორგანიზაციაში, თუმცა თუ შენ გინდა მძიმე წონის ჩემპიონობა და ორმაგი ჩემპიონობა, მაშინ ასპინალს აუცილებლად უნდა ეჩხუბო", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
ცნობისთვის, ასპინალის ნაცვლად ჯონ ჯონსი 17 ნოემბერს, სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდება.