მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა, მედია კიდევ უფრო აქტიურად წერს ქართველი მებრძოლის და დიეგო ლოპესის შესაძლო დაპირისპირებაზე.
თავის მხრივ, ბრაზილიელი მებრძოლი შეხვედრაზე თანახმაა და მისი თქმით, ილიას გამოწვევას ოქტაგონზევე უპასუხებს.
"ყველა მებრძოლს პატივს ვცემ, მაგრამ უკვე არაერთხელ დავამტკიცე, რომ მათდამი შიშს არ ვგრძნობ - თუ თოფურია ოქტაგონის ცენტრისკენ მიმითითებს, მე გამოწვევას მივიღებბ და დარტყმებით ვუპასუხებ, ეს ძალიან მარტივია", - განაცხადა ლოპესმა.