ესპანელმა პარალიმპიელმა, მარტა ფრანსეს გომესმა, რომელმაც პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიგო, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქეყნა და აღნიშნა, რომ მისი ოცნება UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან შეხვედრა იყო.
აღნიშნულ ფაქტს ტვიტერზე მალევე გამოეხმაურა ქართველი ჩემპიონიც: "ოცნებები ხდება, უბრალოდ მათი უნდა გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა! 18 სექტემბერი დაარეზერვე", - წერს ილია.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.