რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია. იგი მომავალ ბრძოლაში პიოტრ იანის დაუპირისპირდება, რომელსაც გამართულ ბრძოლებში შემდეგნაირი სტატისტიკა აქვს - 16-4 MMA ; 8-3 UFC.
დვალიშვილის სტატისტიკა : 15-4 MMA ; 8-2 UFC
მოახლოებულ ბრძოლაზე კომენტარი Setanta Sports-თან თავად მერაბ დვალიშვილმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ბრძოლის მოგებას და ქართველი გულშემატკივრების გახარებას შეეცდება.
"ფსიქოლოგიურად მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის დიდი მოტივაციაა ამ ბრძოლაში გამარჯვება და ქართველი გულშემატკივრების გახარება."გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. ბრძოლას ლას ვეგასი უმასპინძლებს.