ალჯემაინ სტერლინგი ქვემსუბუქი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია. ამასთან ერთად, იამაიკელი სპორტსმენი ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის, უახლოესი მეგობარი გახლავთ.
მერაბი წონითი კატეგორიის ჩემპიონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, მაგრამ ორივე სპორტსმენს ნათქვამი აქვს, რომ ქამრისთვის ერთმანეთთან ბრძოლას არ აპირებენ.
სწორედ ამიტომ, სტერლინგმა მერაბისთვის გზის გასახსნელად წონითი კატეგორიის შეცვლა დაანონსა - ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა:
"ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ წონითი კატეგორიის შეცვლას ვაპირებ", - ასე უპასუხა სტერლინგმა გულშემატკივარს, რომელმაც დვალიშვილის ჩემპიონობაზე ჰკითხა.
ამჟამინდელი რეიტინგით დვალიშვილი წონით კატეგორიაში მესამეა.