გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს "ჰაიფას მაკაბი" და ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ. ბევრისთვის მოულოდნელად "ბებერმა ქალბატონმა" ეს შეხვედრა 2:0 წააგო და ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მატჩის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური გრანდის მთaვარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები სავარჯიშო ბანაკში გაგზავნით დასაჯა. შაბათს გუნდს "ტორინოსთან" მატჩი უწევს და მანამდე ვერცერთი ფეხბურთელი ბანაკს ვერ დატოვებს.
“ეს არის თითოეული მათგანის ვალი კლუბის, ფანებისა და საკუთარი თავის წინაშე. ჩვენ ყველა ჩვენს შეცდომებზე უნდა დავფიქრდეთ. ამ დღეებში მეტი დრო გვექნება სამუშაოდ და დასამშვიდებლად. “როცა რთულ სიტუაციაში ხარ, გამოწვევა უფრო მიმზიდველია. ამ სიტუაციიდან სიმამაცით, სურვილით და მონდომებით უნდა გამოვიდეთ" - განაცხადა ალეგრიმ.შეგახსენებთ იმასაც, რომ "იუვენტუსს" 4 ტურის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მხოლოდ 3 ქულა აქვს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი "იუვესთვის" ძალიან შემცირდა. პლუს ამას, გუნდს ანხელ დი მარია გამოაკლდა, რომლის შესახებაც ბევრი გამოცემა წერს, რომ 33 წლის ფეხბურთელი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს.