"ნაპოლი" vs "იუვე" - ყველა ბილეთი გაყიდულია » სპორტის ხაზი

"ნაპოლი" vs "იუვე" - ყველა ბილეთი გაყიდულია

"ნაპოლი" vs "იუვე" - ყველა ბილეთი გაყიდულია
11-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

პარასკევს, 13 იანვარს "ნაპოლი" დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ტურინის "იუვენტუსს" მიიღებს. აღნიშნული მატჩი სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, შედეგი სკუდეტოს მფლობელის ვინაობაზე გავლენას იქონიებს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, შეხვედრის აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე სრულ ანშლაგს უნდა ველოდოთ. ეს გასაკვირი არცაა შეხვედრის მნიშვნელობიდან და მეტოქეთა პრინციპულობის გამო.

"პარტენოპეისა" და "ბიანკონერის" დაპირისპირება 13 იანვარს 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი