გუშინ იტალიის სერია A-ს მე-17 ტური გაიხსნა. ტურინის “იუვენტუსმა” შინ “უდინეზე” მიიღო. სათამაშო უპირატესობისდა მიუხედავად, მასპინძლებმა შეხვედრის მიწურულამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ერთადერთი ბურთი დანილომ ფედერიკო კიეზას გადაცემით 86-ე წუთზე გაიტანა.
“ბებერი ქალბატონი” შიდა ჩემპიონატში უკვე ზედიზედ მერვე ტურია გოლის გაუშვებლად იგებს. ბოლოს ისინი “მილანთან” 8 ოქტომბერს დამარცხდნენ.
სერია A-ს მომდევნო ტურში “იუვე” ნეაპოლს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონს ესტუმრება და ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება.