ხვიჩა კიეზას დაეწია, ლუკაკუს კი გადაუსწრო - მერამდენე ადგილზეა კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეულში? » სპორტის ხაზი

ხვიჩა კიეზას დაეწია, ლუკაკუს კი გადაუსწრო - მერამდენე ადგილზეა კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეულში?

ხვიჩა კიეზას დაეწია, ლუკაკუს კი გადაუსწრო - მერამდენე ადგილზეა კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეულში?
12-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამ მონაცემებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „სერია A-ს ძვირადღირებულ მოთამაშეთა ათეულში ამჟამად მე-8 ადგილზეა.

ამ მაჩვენებლით ხვიჩა 'იუვენტუსის' ფეხბურთელს, ფედერიკო კიეზას დაეწია, ხოლო 'ინტერის' ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს გადაასწრო (55 მილიონი).

იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება

1. რაფაელ ლეაო, პორტუგალია, 'მილანი' – 85 მილიონი ევრო

2. დუშან ვლაჰოვიჩი, სერბეთი, 'იუვენტუსი' 80 – მილიონი ევრო

3. ლაუტარო მარტინესი, არგენტინა, 'ინტერი' – 75 მილიონი ევრო

4. ნიკოლო ბარელა, იტალია, 'ინტერი' – 70 მილიონი ევრო

5. ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია, 'ნაპოლი' – 70 მილიონი ევრო

6. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, სერბეთი, 'ლაციო' – 60 მილიონი ევრო

7. მილან შკრინიარი, სლოვაკეთი, 'ინტერი' – 60 მილიონი ევრო

8. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, 'ნაპოლი' – 60 მილიონი ევრო

9. ფედერიკო კიეზა, იტალია, 'იუვენტუსი' – 60 მილიონი ევრო

10. რომელუ ლუკაკუ, ბელგია, 'ინტერი' – 55 მილიონი ევრო


აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ფასი პარტენოპეიში გადასვლისას 15 მილიონი ევრო იყო, 4 თვეში კი 45 მილიონით გაიზარდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი