Gazzetta dello Sport - ის ინფორმაციით ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ კუკაკუ მომავალ ზაფხულს "ჩელსიში" დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც წყარო სძენს, 29 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იჯარის გახანგრძლივების თაობაზე.
მოგეხსენებათ ლუკაკუმ სტემფორდ ბრიჯი იჯარით გასულ ზაფხულს დატოვა და ერთი წლით "ნერაძურის" რიგებს შეუერთდა. ბევრის აზრით ფორვარდმა ეს ნაბიჯი "ლურჯების" თავკაცთან, ტომას ტუხელთან უთანხმოების გამო გადადგა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რომელუმ ამ სეზონში სულ 3 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.