ჩემპიონობის მიუხედავად - კონტემ შესაძლოა ნაპოლი ამ მიზეზის გამო დატოვოს » სპორტის ხაზი

ჩემპიონობის მიუხედავად - კონტემ შესაძლოა ნაპოლი ამ მიზეზის გამო დატოვოს

ჩემპიონობის მიუხედავად - კონტემ შესაძლოა ნაპოლი ამ მიზეზის გამო დატოვოს
გუშინ, 10:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში სერია A-ს ლიდერობს და სკუდეტოს მოგების რეალური შანსი აქვს, სეზონის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტესა და კლუბს შორის თანამშრომლობა შეიძლება შეწყდეს.

როგორც იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb იუწყება, კონტესა და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეა შესამჩნევი. ერთ-ერთ მაგალითად ის ფაქტი სახელდება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში კონტე ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლის ფონზე ალეხანდრო გარნაჩოს შეძენას მოითხოვდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

წყაროს თანახმად, ნეაპოლურმა კლუბმა უკვე დაიწყო ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება და პირველი კონტაქტი მასიმილიანო ალეგრისთანაც შედგა. თუ კონტე კლუბს მართლაც დატოვებს, ალეგრი მის პოტენციურ შემცვლელად განიხილება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანტონიო კონტეს სიტუაციას ყოფილი კლუბი – ტურინის "იუვენტუსი" ყურადღებით აკვირდება და არ გამოირიცხება, რომ ბიანკონერებმა კონტეს დაბრუნების მიზნით წინადადება გაუკეთონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი