იტალიური მედიის, კერძოდ Calciomercato-ს ინფორმაციით, არის შანსი, რომ ახალი სეზონიდან მასიმილიანო ალეგრი მილანში დაბრუნდეს.
ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, რომ მილანის ბოსებმა კონსეისაუს გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან პორტუგალიელს პრობლემები აქვს როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთაც.
ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ შესაძლო კონტაქტის არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება სახელფასო პუნქტი. მასიმილიანო ალეგრი იუვეში 7 მილიონ ევროს იღებს, ამ შემთხვევაში კი რომელიმე მხარეს დათმობაზე წასვლა მოუწევს.
ცნობისთვის, ალეგრი მილანს 2010-14 წლებში ავარჯიშებდა და გუნდი ერთხელ მიიყვანა სერია A-ში გამარჯვებამდე.