estadiodeportivo.com : კვარაცხელია "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოს იყო » სპორტის ხაზი

estadiodeportivo.com : კვარაცხელია "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოს იყო

estadiodeportivo.com : კვარაცხელია "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოს იყო
21-09-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა estadiodeportivo.com-ი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაციას აცხადებს და ამობს, რომ 21 წლის შემტევი "ვალენსიაში" გადასვლასთან ახლოს იყო.

"გარემარბი, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა, ლა ლიგაში აღმოჩენილიყო. ვალესიასთან მოლაპარაკებების დროს შუამავლის როლს ღამურების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი ანტონიო ლოპესი ასრულებდა. ესპანელმა კლუბის თავკაცებს აუხსნა, რომ ქართველის შეძენა რუსეთ-უკრაინის გამო სრულიად უსასყიდლოდ იყო შესაძლებელი.

საბოლოოდ გარიგება ვერ შედგა და კვარაცხელია ბათუმის დინამოში გადავიდა, რამდენიმეთვიანი თავგადასავლის შემდეგ კი დაახლოებით 11 მილიონ ევროდ ნეაპოლელთა რიგებს შეუერთდა."


წყარო ასევე სძენს, რომ "ვალენსია" არ იყო ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელიც ხვიჩას გადაბირებას ცდილობდა. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "სევილიაც" იყო, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა საბოლოოდ "ნაპოლიში" თამაში ამჯობინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი