იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტური სტარტს ხვალ, 23:45-ზე ცენტრალური მატჩით აიღებს, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე ტურინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან უპასუხა კითხვას, თუ როგორ აპირებს ქართველი შემტევის შეჩერებას:
"ხვალინდელი მატჩისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით, რადგან კარგად გვესმის, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა ექნება ნაპოლის დამარცხებას. ჩვენ სეზონის მეორე ნახევარში მშვენივრად გამოვიყურებით და ეს ბევრს ნიშნავს."
"ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ნაპოლიც ბრწყინვალედ გამოიყურება, მათ დიდებული მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ლუჩანოს დიდ პატივს ვცემ."
"როგორ უნდა გავაჩეროთ ხვიჩა კვარაცხელია? - ეს ზუსტად არც ვიცი, რადგან ძირითადი შემადგენლობა ჯერ არ ჩამომიყალიბებია." - თქვა ალეგრიმ.