ალეგრი: “ნაპოლის უნდა მივულოცო” » სპორტის ხაზი

ალეგრი: “ნაპოლის უნდა მივულოცო”

ალეგრი: “ნაპოლის უნდა მივულოცო”
14-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლისთან” 1-5 მარცხის შემდგომ ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მედიასთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა:

“დამსახურებულად წავაგეთ, რადგან მეტოქე ჩვენზე ენერგიულად თამაშობდა. პირველი ნახევრის მიწურულს, თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ ნაპოლიმ გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა. ეს არ ნიშნავს, რომ ცხვირი უნდა ჩამოუშვათ. შეგვიძლია, ზედიზედ მოპოვებული 8 გამარჯვებით ამაყი ვიყოთ და როგორც სერია A-ში, ისე თასზე, ბოლომდე ვიბრძოლოთ. როცა 1:5-ს აგებ, თავის გასამართლებელ მიზეზებს არ უნდა ეძებდე.

ნაპოლის შესანიშავი თამაში უნდა მივულოცოთ. გოლების ეპიზოდში ენერგია დაგვაკლდა, პირველი 20 წუთის განმავლობაში, ძალიან უკან ვიყავით დახეული და მეორე გოლი კონტრშეტევის შედეგად მივიღეთ. შანსები გვქონდა და გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთი ესაა.“


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი