"ეს ბიჭი ქართველი მესია" | რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე? » სპორტის ხაზი

"ეს ბიჭი ქართველი მესია" | რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე?

"ეს ბიჭი ქართველი მესია" | რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე?
14-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელმა ნაპოლის ფანტასტიკურმა თამაშმა და იუვენტუსის განადგურებამ უამრავი ადამიანი შოკში ჩააგდო. ცნობისთვის, ალეგრის ბიჭებს სერია A-ში ზედიზედ 8 თამაშში არ ჰქონდათ გოლი გაშვებული, ნაპოლისგან კი ერთბაშად 5 ბურთი მიიღეს!

რასაკვირველია, ნაპოლის გამარჯვება გუნდურობისა და ერთიანი სულისკვეთების დამსახურებაა, თუმცა მაინც არსებობს ბიჭი, რომელმაც კლუბს მაშინ ულიდერა, როდესაც ნაპოლის ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ის ხვიჩა კვარაცხელიაა და ამას კიდევ რამდენჯერ ვიტყვით, რთული დასათვლელია.

ქართველი ფეხბურთელის ტრიუმფალურ თამაშს არაერთი სპორტული გამოცემა გამოეხმაურა, რომელთა შეფასებების ნახვაც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. ახლა კი, ადგილი უცხოელ გულშემატკივრებს დავუთმოთ, რომლებმაც კვარას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ემოციები არ დამალეს და ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურეს - იხილეთ ფოტოები.

"ეს ბიჭი ქართველი მესია" | რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ხვიჩაზე?

ეცით პატივი ნაპოლის, როგორც მსოფლიოში საუკეთესო გუნდს. ხვიჩა კვარაცხელია, საოცარი ფეხბურთელი!



კვარა გენიოსია



ეს ბიჭი ქართველი მესია, ოსიმენზე კი სიტყვები არ მყოფნის, ეს განსაკუთრებულია



კვარას ელიტური ნიჭი ღმერთისგან აქვს მომადლებული!



ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში ძალიან შთამბეჭდავია



გაკპოს ნაცვლად, ლივერპულში ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეგვეძინა, ის მომავალი კრიშტიანუ რონალდუა



კვარაცხელია ყველას საგოლე გადაცემებს ურიგებს



კვარა მომავალია



შესაძლოა, ამ მომენტში კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო შემქმნელი ფეხბურთელია



კვარა მსოფლიოს ახალი მარადონაა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი