"ხვიჩას დრიბლინგები იუვენტუსის ფეხბურთელებს მოწამლავს" | იტალიელი მსახიობი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას დრიბლინგები იუვენტუსის ფეხბურთელებს მოწამლავს" | იტალიელი მსახიობი

"ხვიჩას დრიბლინგები იუვენტუსის ფეხბურთელებს მოწამლავს" | იტალიელი მსახიობი
13-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23:45-ზე სკუდეტოსთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირებით შედგება.

აღნიშნულ შეხვედრას ეხმაურება იტალიელი მსახიობი, ალესანდრო სიენა, რომელმაც La Gazzetta dello Sport-ს უთხრა, რომ ქართველი ფეხბურთელის გაუთავებელი დრიბლინგები იუვენტუსის ფეხბურთელებს მოწამლავს:

"კვარა ნაპოლის საუკეთესო შენაძენია და კლუბი ოვაციებს იმსახურებს ასეთი აღმოჩენისთვის და იმისთვის, რომ ფსონი სწორ ცხენზე დადეს. ხვიჩა კვარაცხელიას არამარტო საოცარი საფეხბურთო ხედვა და ინტელექტი, არამედ მომწამვლელი დრიბლინგები აქვს, რომლებშიც იუვენტუსის ფეხბურთელები გაეხვევიან. ხვიჩას სიმთვრალეს დრიბლინგის სიყვარული წარმოადგენს და თუ მისი მოწინააღმდეგე მცველები ტესტს ალკოჰოლის დოზის გასაზომად გაიკეთებდნენ, ისინი თავიანთი ლიცენზიიდან ქულებს აუცილებლად დაკარგავდნენ." - თქვა ალესანდრო სიენამ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 44 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ იუვენტუსს 7 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი