ძალა ერთობაშია | კვარას ტრიბუნებიდან 200 თანამემამულე გაამხნევებს! » სპორტის ხაზი

ძალა ერთობაშია | კვარას ტრიბუნებიდან 200 თანამემამულე გაამხნევებს!

ძალა ერთობაშია | კვარას ტრიბუნებიდან 200 თანამემამულე გაამხნევებს!
13-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, იტალიის სერია A-ში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.

ალბათ, ბოლო პერიოდში ბევრი თქვენგანი შეამჩნევდა ქართველ გულშემატკივართა არმიას, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ესწრება ხოლმე.

სწორედ ასე, ამ თემის შესახებ წერს Tuttonapoli, რომელიც ამბობს, რომ ქართველ ფეხბურთელს იუვენტუსთან თამაშში 200 თანამემამულე უშუალოდ ტრიბუნებიდან გაამხნევებს:

"ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირება არის ვნება, ფერი, უდიდესი მიზიდულობა, რომელიც ძალიან ბევრი ადგილობრივისა თუ ტურისტის ყურადღებას იპყრობს. როგორც Corriere dello Sport-მა დაწერა, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ 200 ქართველი იტალიაში უკვე ჩაფრინდა, ისინი კვარას სტადიონიდან დაუჭერენ მხარს." - წერს იტალიური ვებვერდი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი