"კარგად დაინახეთ? - ხვიჩას პასმა იოჰან კრუიფი მომაგონა" | იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"კარგად დაინახეთ? - ხვიჩას პასმა იოჰან კრუიფი მომაგონა" | იტალიელი ჟურნალისტი

"კარგად დაინახეთ? -  ხვიჩას პასმა იოჰან კრუიფი მომაგონა" | იტალიელი ჟურნალისტი
14-01-2023, 02:07
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ინტერნეტი აფეთქდა და ყველა ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ თამაშზე საუბრობს.

სწორედ ასე, ქართველის დღევანდელ თამაშს იტალიელი ჟურნალისტი, ანჯელო მანჯიანტე აფასებს, რომელმაც ქართველი შემტევი იოჰან კრუიფს შეადარა:

"ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებული მეორე საგოლე პასი, ეს კარგად დაინახეთ? - კვარაცხელიას საოცარმა გადაცემამ იოჰან კრუიფი გამახსენა. ამას, უბრალოდ ელეგანტურობა და კლასი ჰქვია, ეს ბიჭი ბრწყინვალეა." - თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონატის პირველ ადგილს 47 ქულით იკავებს და სპალეტის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, კოპა იტალიაზე კრემონეზეს წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი