ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა "კოპა იტალიის" 1/8-ის წყვილები. აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პირველივე ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს (იხილეთ წყვილები).
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებს "კოპა იტალია" არსებობის განმავლობაში 6-ჯერ აქვთ მოგებული. პარტენოპეიმ ბოლოს ნახსენები ტიტული 2019/2020 წლების სეზონში მოიგო, როცა ფინალში ტურინის "იუვენტუსი" პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.