"ოსიმენი ტრავმირებულია?" - "ნაპოლის" დიდი მატჩების წინ არ გაუმართლა » სპორტის ხაზი

"ოსიმენი ტრავმირებულია?" - "ნაპოლის" დიდი მატჩების წინ არ გაუმართლა

"ოსიმენი ტრავმირებულია?" - "ნაპოლის" დიდი მატჩების წინ არ გაუმართლა
14-10-2023, 00:48
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიაში ჩატარებული საუდის არაბეთისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო ნიგერიელთა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა.

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ნიგერიელს 54-ე წუთზე ფიზიკური პრობლემები შეექმნა, შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა ვარაუდობენ, რომ აფრიკელ თავდამსხმელს სერიოზული არაფერი სჭირს და შეცვლა თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა.

"ნაპოლის" სანაკრებო პაუზის შემდეგ სამი მნიშვნელოვანი მატჩი ელის: 21 ოქტომბერს "ვერონასთან", 24 ოქტომბერს ბერლინში "უნიონთან" და 29 ოქტომბერს სახლში "მილანთან" და ოსიმენის შესაძლო გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.