ვინ შეცვლის რუბიალესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე? » სპორტის ხაზი

ვინ შეცვლის რუბიალესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე?

ვინ შეცვლის რუბიალესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე?
3-09-2023, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, დაჯილდოებისას მომხდარი ფაქტის შემდეგ, როცა მან ნახევარმცველ ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ყველა საფეხბურთო აქტივობას 90 დღით ჩამოაშორა. მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს.

მანამდე, 25 აგვისტოს, საგანგებო შეხვედრაზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა და ფეხბურთელი ტყუილში დაადანაშაულა.

FIFA-ს გადაწყვეტილებამდე RFEF-მა რუბიალესის მხარდამჭერი ტექსტი გაავრცელა, სადაც ერმოსო და მისი სახელით მოლაპარაკე ხალხი ტყუილების თქმაში დაადანაშაულეს.

ესპანეთის მთავრობა ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე რუბიალესისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სამართლებრივად შეეცდება.

ამ ყველაფრის შემდეგ, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თუ ვინ არის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც რუბიალესს შეცვლის.

ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით ამ პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტი აწ უკვე ყოფილი, მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი ესპანელი საფეხბურთო მსაჯი მატეო ლაოსია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.