აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილის წითელი - 'შახტარმა' გასვლაზე იმარჯვა » სპორტის ხაზი

აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილის წითელი - 'შახტარმა' გასვლაზე იმარჯვა

აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილის წითელი - 'შახტარმა' გასვლაზე იმარჯვა
27-08-2023, 17:54
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინული პრემიერ ლიგის მეხუტე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის შახტარი გასვლაზე კოლოსი კოვალივკას დაუპირისპირდა და 0:2 დამაჯერებლად იმარჯვა.

ორივე ქართველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო - გოჩოლეიშვილი მარჯვენა ფლანგზე, ხოლო აზაროვი სტანდარტულად მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა.

ირაკლისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო შახტარის მაისურით. აზაროვმა კარგად ითამაშა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევაში გამორჩეულად ერთვებოდა. ცუდი შეხვედრა გამოდგა გიორგი გოჩოლეიშვილისთვის, რომელმაც 38-ე წუთზე ხელით თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ შახტარს 11 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ რუბი ლვოვს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი