აზაროვს სერბეთში არ უთამაშია - 'შახტარში' ტრანსფერი მალე დაიხურება » სპორტის ხაზი

აზაროვს სერბეთში არ უთამაშია - 'შახტარში' ტრანსფერი მალე დაიხურება

აზაროვს სერბეთში არ უთამაშია - 'შახტარში' ტრანსფერი მალე დაიხურება
20-08-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ირაკლი აზაროვის ბელგრადის ცრვენა ზვეზდამ სპარტაკი საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა და აქტივში კიდევ ერთი სამი ქულა ჩაიწერა.

აზაროვი წინა მატჩის მსგავსად სერბეთის ჩემპიონის განაცხადშიც არ იყო - მოგეხსენებათ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დონეცკი შახტართან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ტრანსფერი დიდი ალბათობით მალე დაიხურება.

21 წლის აზაროვი სერბეთში გასული ზაფხულიდან თამაშობს. მის სანაცვლოდ უკრაინული კლუბი ცრვენა ზვეზდას ორ მილიონ ევროს სთავაზობს.

სერბეთის ჩემპიონატში საკუთარი გუნდის მაისურით ითამაშა გურამ გიორბელიძემ, რომლის ვოივოდინამ რადნიჩკი ნიში დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი