'ლევანტეს' პირველი გამარჯვება - ქოჩორაშვილი შეცვლაზე შემოვიდა » სპორტის ხაზი

'ლევანტეს' პირველი გამარჯვება - ქოჩორაშვილი შეცვლაზე შემოვიდა

'ლევანტეს' პირველი გამარჯვება - ქოჩორაშვილი შეცვლაზე შემოვიდა
20-08-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – გუნდმა ბურგოსს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრაში ლევანტეს სათადარიგოებში იყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. 'ბაყაყებს' უკვე მე-10 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ კანტერომ პენალტი გააფუჭა.

ანგარიში სტუმრებმა ესპიაუს გოლით 45-ე წუთზე გახსნეს, მაგრამ შესვენებამდე ლევანტემ სასწაულის გაკეთება მოახერხა და შესვენებამდე დამატებულ წუთებზე 2:1 დაწინაურდა – ანგარიში კანტერომ (45+3) გაათანაბრა, ხოლო ლოზანომ (45+6) გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში გუნდმა უპირატესობა გაზარდა – მე-60 წუთზე ბურგოსის კარი ბულდინიმ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა კურომ დააფიქსირა. ლევანტემ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და ორი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ქოჩორაშვილის გუნდი 25 აგვისტოს, კარტაგენას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი