ბუდუ ზივზივაძე : 'გახარებული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი' » სპორტის ხაზი

ბუდუ ზივზივაძე : 'გახარებული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი'

ბუდუ ზივზივაძე : 'გახარებული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი'
6-08-2023, 23:07
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-2 ტურში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე ჰამბურს დაუპირისპირდა და საყაიმო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.

პირველი ტურისგან განსხვავებით, დღეს ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვნახეთ. კარლსრუემ HSV-სთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ გუნდმა 61-ე და 66-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და მარცხდებოდა. 79-ე წუთზე კი მოედანზე ზივზივაძე შემოვიდა, რომელმაც კომპინსირებული დროის მე-5 წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

ბუდუ ზივზივაძე : 'გახარებული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი'

ბუდუმ კარლსრუეს რიგებში მეორე გოლი გაიტანა

ამ მნიშვნელოვანი გოლის შემდეგ, ბუდუმ კარლსრუეს ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც მის ემოციაზე განაცხადა, თუ რამდენად სასიხარულოა მისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გუნდისთვის გოლის გატანა.

"გახარებული ვარ იმით, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ეს მართლაც გასაოცარი მომენტი იყო."

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კარლსრუეს ორ ტურში 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 18 აგვისტოს, გუნდი სტუმრად ვეჰენთან ითამაშებს, თუმცა, მანამდე, 11 აგვისტოს, გერმანიის თასზე ასევე გასვლაზე ზაარბრიუკენს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი