მორიგი ქართული საოცარი საღამო UFC-ში? | ილია და მერაბი ერთ ქარდზე შესაძლოა აღმოჩნდნენ » სპორტის ხაზი

მორიგი ქართული საოცარი საღამო UFC-ში? | ილია და მერაბი ერთ ქარდზე შესაძლოა აღმოჩნდნენ

მორიგი ქართული საოცარი საღამო UFC-ში? | ილია და მერაბი ერთ ქარდზე შესაძლოა აღმოჩნდნენ
21-05-2024, 15:04
Aa Aa
გაზიარება:

ცოტახნის წინ ილია თოფურიას ექიმმა და მეგობარმა ალდო მარტინესმა სოციალურ ქსელში სთორი დადო, რომელშიც სფეროს ფოტოა, ილიას ცნობილი მუსიკისა და წითელი ვარდის ფონზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 14 სექტემბერს სფეროში UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილი ომალის დაუპირისპირდება, თუმცა არის შანსი, რომ ამავე ქარდზე მეორე ქართველი მებრძოლიც ვიხილოთ.

ალდოს Instagram სთორი შესაძლოა მიმანიშნებელი იყოს იმისა, რომ ჩემპიონის ქამრის დასაცავად სწორედ სფეროში იასპარეზებს.

დანა უაითმა ცოტახნისწინ ახსენა, რომ UFC 306 სპორტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი ივენთი იქნება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ.

ქართველ გულშემატკივარს აქვს შანსი, კიდევ ერთხელ უგულშემატკივრონ UFC-ის მებრძოლებს, თანაც ასეთ დიდებულ ივენთზე, მაშინ, როცა ერთი ქამარს იცავს, მეორე კი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი