ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა! » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
21-05-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

20 მაისს, იტალიის სერია ა-ში 2023/24 წლების სეზონის 37-ე ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართა, სადაც სალერნიტანა შინ ვერონასთან 1-2 დამარცხდა, ხოლო ბოლონიამ და იუვენტუსმა (3-3) ქულები გაიყვეს.

გამოცემა Goal Italia-მ 37-ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ნაპოლის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

გასულ ტურში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" რიგებში საჯარიმო დარტყმით პირველი გოლი გაიტანა და ამით თავის გუნდს ერთი ქულა გადაურჩინა და ევროთასებზე მოხვედრის შანსები შეუნარჩუნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი