ყველა დროის რეკორდი: რონალდუ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს » სპორტის ხაზი

ყველა დროის რეკორდი: რონალდუ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ყველა დროის რეკორდი: რონალდუ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
21-05-2024, 20:31
Aa Aa
გაზიარება:

დღეს პორტუგალიის ნაკრების განაცხადი გახდა ცნობილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიაში კრიშტიანუ რონალდუც მოხვდა.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ალ ნასრის" თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კრიშტიანუსთვის ეს მე-6 ცდა იქნება კონტინენტის პირველობისთვის. ამდენჯერ ევროპაზე მონაწილეობა აქამდე არც ერთ ფეხბურთელს მიუღია.

შესაბამისად, 39 წლის ასაკშიც კი, რონალდუ ახერხებს იმას, რომ ევროპაში გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ რეკორდს დაამყარებს.

ცნობისთვის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიის ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი