დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე ქუთაისის ტორპედო ყაზახურ აქტობეს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.
მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილი ხდება თუ როგორი თერთმეტეული შეარჩია ქუთაისური კლუბის დამრიგებელმა სტივ კინმა:
ტორპედო: კლიაიჩი – მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია, შერგელაშვილი – ქობულაძე, გიგაური, აკბარი, ბუღრიძე – არაბიძე – ფანცულაია.